суббота, 30 сентября 2017 г.

დღე მეშვიდე

საშინაო დავალების წარდგენა: პროექტის მიმდინარეობა.
 დიფერენცირება; გავაკეთეთ დიფერენცირების კითხვარი; მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის, viewer-ზე მოვძებნეთ სხვა და სხვა პროექტის ხარაჩოები; ბავშვებისთვის შემაჯამებელი პრეზენტაციის ხარაჩოს შექმნა;

воскресенье, 24 сентября 2017 г.

დღე მეექვსე

გავიმეორეთ გავლილი მასალა, შევადგინეთ შეფასების რუბრიკა, გავეცანით უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს, გავეცანით განმავითარებელ თვითშეფასებას, გავიმეორეთ დრაივში დოკუმენტის მეგობრისთვის გაზიარება და მეგობრის დოკუმენტზე კომენტარის დადება. პროცედურების დოკუმენტში შევიტანე აქტივობები.

среда, 13 сентября 2017 г.

დღე მეოთხე

დღე მეოთხე

დღეს წავიკითხეთ ჩვენი პროექტების ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. შევქმენით პროექტის შეფასების დროის ჩარჩო- შეფასების სტატეგიები, შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევედით ჩვენი კოლეგების ბლოგებზე და გავუკეთეთ მათ რეფლექსიების კომენტარები. ასევე ვისწავლეთ google drive-ში , ფოლდერში google doc--ის  გახსნა, რომელშიც შევავსეთ გრაფიკი: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე-ს სამივე გრაფა. მადლობა და გაძლება ჩვენს უსაყვარლეს ტრენერს ქალბატონ მანანას-დაუდეგარ თერგს :) :)

среда, 6 сентября 2017 г.

დღე პირველი და დღე მესამე

დღე პირველი

პროექტების სწავლების სახელმძღვანელოს გაცნობა.

ვისწავლეთ პროექტის შინაარსის წერა.
მოსწავლეებისთვის იმის ახსნა, სტანდარტის რომელ შედეგზე გავლენ პროექტის შექმნით.
აქტუალობა.

Intel® Education Viewer-ში კომენტარების, ჩანიშვნების , ფერებით მონიშვნების გაკეთება.

რეალობასთან კავშირი.
კვლევა.
მიზანი.
შედეგი.
რა პროდუქტი შეიქმნება.


დღე მესამე
ვისწავლეთ:

ესგ-დან სტანდარტის და ინდიკატორების პროექტის გეგმის ფორმაში გადატანა.
 პროექტისთვის საგნობრივი სტანდარტის დაწერა.
განახლებული ბლუმის ტაქსონონომიის სიტყვებიდან ამოვიღეთ მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი ტერმინები.
პროექტისთვის, ინდიკატორების საფუძვლებზე, სასწავლო მიზნების და შედეგების დაწერა.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და სიტყვებს.
ვისწავლეთ პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენა სახლში დასაწერად.